იურიდიული ფაკულტეტი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აცხადებს გარე მობილობას:
- სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 100 ვაკანტური ადგილი;
- საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი (დაშვების წინაპირობა - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ინგლისური ენა ან წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი ინგლისურ ენაში.);
- საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი (დაშვების წინაპირობა - სამართლის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
- სამაგისტრო პროგრამა მიგრაციის მართვა - 10 ვაკანტური ადგილი (დაშვების წინაპირობა პროგრამა განკუთვნილია შემდეგი მიმართულების კურსდამთავრებულებისთვის: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესი; ჰუმანიტარული მეცნიერებები.
- ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა - 3 ვაკანტური ადგილი;
სტუდენტები, რომლებიც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით მოიპოვებენ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №175/01-01, 31.07.2023)
თსუ–ის რექტორის 31.07.2023 წლის N175/01-01 ბრძანების თანახმად განისაზღვრა 2023-20234 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:
1) განისაზღვროს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:
- პროცედურული ვადები:
- დოკუმენტაციის მიღება: 11 - 13 სექტემბერი;
- უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება: 14 - 15 სექტემბერი;
- სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი): 18 სექტემბერი;
2) განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
- განცხადება;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის-„CERTUS”-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
იხილეთ: https://www.tsu.ge/ka/legal/47740
დამოწმებული დოკუმენტაციის მიღება წარმოებს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №111 (იურიდიული ფაკულტეტის კანცელარია)
გისურვებთ წარმატებებს!